სიახლეები
27 ოქტომბერს, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა ივეტა სილოვამ საქართველოს უნივერსიტეტში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - გლობალიზაცია, პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაცია და განათლება: ცოდნის წარმოებისა და ყოფის კოლონიურობის შეწყვეტა.
პროფესორი სილოვა მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლის გლობალური ჩართულობის ასოცირებული დეკანია. ის საქართველოს USAID-ის პროგრამის „განათლება მომავლისთვის” ფარგლებში ესტუმრა.
საჯარო ლექციას და განხილვას მოდერატორობა გაუწია ქეთი ცოტნიაშვილმა, განათლების მკვლევარმა, USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის განათლების კონსულტანტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, პროფესორ სილოვას ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
ლექციას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები, დოქტორანტები და სტუდენტები. ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია დამსწრე საზოგადოების აქტიური ჩართულობით.
🇺🇸🇬🇪 USAID-ის პროგრამა განათლება მომავლისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს უნივერსიტეტთან და აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან პარტნიორობით მიმდინარეობს. პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია ქემონიქსი.