სიახლეები
ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოველწლიური საანგარიშო კონფერენცია, რომელიც გახსნა ჰუმანიტარული სკოლის დირექტორმა პროფ. თ. ღუდუშაურმა.
წარმოდგენილი იქნა 2016 წლის საველე სამუშაოების არქეოლოგიური ანგარიში, სადაც უმნიშვნელოვანესი იყო სამშვილდეში ნეოლით-ენეოლითური პერიოდის ობსიდიანის ნამზადი იარაღის პრეზენტაცია.
ასევე, ექსპედიციის წევრებმა წარმოადგინეს პალინოლოგიური, ოსტეოლოგიური კვლევებისა და ლითონის არტეფაქტების კოსერვაცია-რესტავრაციის პროცესი და შედეგები.
მნიშვნელოვანი იყო ასევე, სამშვილდის ნაქალაქარის განახლებული ელექტრონული გზამკვლევის წარმოდგენა.
კონფერენცია შეაჯამა და მოპოვებულ სამეცნიერო შედეგებს მაღალი შეფასება მისცა აკადემიკოსმა გურამ ლორთქიფანიძემ.