სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია უნივერსიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ მანანა სანაძის ხელმძღვანელობით, 2023 წლის 2 ოქტომბერს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტს ეწვია.
დელეგაციაში შედიოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია და ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, პროფესორი თინათინ ღუდუშაური.
შეხვედრები გაიმართა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის და ემპირიული ენათმეცნიერების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან, კულტურისა და ენათმეცნიერების ფაკულტეტის დეკან, პროფესორ თომას პაულსენთან და ინსტიტუტის დირექტორ, პროფესორ გერდ კარლინგთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტსა და ფრანკფურტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.
გარდა ამისა, დაიგეგმა ჰორიზონტ ევროპასა და ადგილობრივ საგრანტო პროექტებში ერთობლივი მონაწილების პერსპექტივები. განიხილეს საქართველოს უნივერსიტეტის მკვლევართა მობილობისა და ერთობლივი სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების დანერგვის ახალი შესაძლებლობები.