ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


18 September 2023
საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

 

15 სექტემბერს,  საქართველოს უნივერსიტეტმა 2023 წლის კურსდამთავრებულების გრანდიოზულ ცერემონიალს უმასპინძლა. უნივერსიტეტი წელს 1000-მდე  ქართველმა და საერთაოშორისო კურსდამთავრებულმა დაასრულა.

პროფესორმა - გიული ალასანიამ და პროფესორმა -  მანანა სანაძემ, რექტორმა - კონსტანტინე თოფურიამ, უნივერსიტეტის პროგრამების ხელმძღვანელებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა, საპატიო სტუმრებმა მიულოცეს კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება.

ტრადიციისამებრ, დაჯილოვდნენ ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები - ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამიდან - ურმაზდი ასალი, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამიდან - რევაზ ლაზარიაშვილი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული ელენე გიგინეიშვილი.

საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ღონისძიებაზე, საქართველოსთვის განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის საპატიო დოქტორის წოდება გადასცეს კინორეჟისორსა და სახალხო არტისტს ლანა ღოღობერიძეს.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ტრადიცია  საპატიო დოქტორის წოდებასთან დაკავშირებით მრავალ წელს ითვლის და ის  მინიჭებული აქვთ ისეთ საზოგადო მოღვაწეებს, როგორიცაა: გურამ დოჩანაშვილი, გელა ჩარკვიანს, იულონ გაგოშიძეს, ელდარ შენგელაიას, გიორგი უშიკიშვილს, ხატია ბუნიათაშვილს, აკა მორჩილაძეს და სხვას.

გარდა ოფიციალური ნაწილისა, სტუდენტების საზეიმო გარემოს შექმნასა და მუსიკალურ განწყობაზე იზრუნა ნიაზ დიასამიძემ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი