ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


11 October 2021
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას შემოდგომის სკოლაში "სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები"

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას შემოდგომის სკოლაში "სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები". სკოლა ჩატარდება 12-14 ნოემბერს, ბორჯომში, სასტუმროში „Crown Plaza Borjomi“.

თემატიკა: 

• სისხლის სამართალი, როგორც სახელმწიფოს მხრიდან პირად თავისუფლებაში ჩარევის უკიდურესი საშუალება; 

• პირადი ავტონომიის მნიშვნელობა; 

• თავისუფლებისა და სისხლის სამართლის ურთიერთმიმართება; 

• covid-19, როგორც გამოწვევა გერმანულ სამართალსა და პრაქტიკაში და ა.შ.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის მიმართულების ბაკალავრიატის(მესამე კურსიდან) და მაგისტრატურის(ნებისმიერი კურსის) სტუდენტებს. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ელექტრონულად შემდეგი დოკუმენტაციის გამოგზავნა შემდეგ ელ-ფოსტაზე: institute.criminallaw@gmail.com

• cv ფოტოსურათით;

• განვლილი სემესტრების ნიშნების ფურცელი (შესაძლებელია ელ. ბაზიდან ამონაწერის დასკანერებული ვერსია ან სურათიც);

• სამოტივაციო წერილი, სადაც კარგად იქნება დასაბუთებული, თუ რატომ უნდა იქნას კონკურსანტი შერჩეული.

შერჩევა მოხდება წარმოდგენელი დოკუმენტაციის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტებისთვის დამატებით დაინიშნება გასაუბრება.

საბუთები გამოგზავნილ უნდა იქნას 2021 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.

თანაბარი საკონკურსო მონაცემების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა ჩვენი ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ მსგავს პროექტში.

სკოლის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი.

მოწვეული ლექტორები: მარიო შიუტცე და ნინო ცაციაშვილი.

სამუშაო ენა გერმანულ-ქართული, თანმიმდევრული თარგმანი.

მონაწილეობა უფასოა და ყველა ხარჯი ფინანსდება ფონდის მიერ, მათ შორის, მგზავრობის საფასური (თბილისი-ბორჯომი, ბორჯომი-თბილისი).

აუცილებლად გასათვალისწინებელი რეგულაციები კორონა ვირუსთან დაკავშირებით:

• მთავრობის მიერ დადგენილი გადაწყვეტილებით, ყველა სტუმარმა/კონფერენციის დამსწრემ უნდა წარმოადგინოს PCR ტესტი (რომელიც გაკეთებულ უნდა იქნეს სესიის დაწყებამდე 72 საათით ადრე) ან სწრაფი ანტიგენის ტესტი (სესიის დაწყებამდე 24 საათით ადრე);

• იმ შემთხვევაში თუ Covid Passport-ის მფლობელია მონაწილე, რაც გულისხმობს, რომ სრული ვაქცინაციიდან უნდა იყოს 14 დღე გასული, ზემოთხსენებული ტესტები საჭირო აღარ იქნება;

• პირებს, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ 19 (საჭიროა შესაბამის ცნობა იმ დაწესებულებიდან, სადაც დაგიდგინდათ ვირუსი), კონფერენციებსა თუ სხვა ტიპის ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ.

გისურვებთ წარმატებას!






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი