სიახლეები
დღეს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქართველოს უნივერსიტეტში თურქოლოგიის კაბინეტი საზეიმოდ გახსნეს.
გახსნაზე ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა იყო განხილული. თურქეთის ელჩმა საქართველოში ხაზი გაუსვა, რომ საელჩო გააგრძელებს დახმარებას ქართულ და თურქულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით
თურქოლოგიის კაბინეტი შექმნილია საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდენტების მიერ შექმნილი დიზაინის საფუძველზე.