ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


23 May 2019
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი პირველია საქართველოდან, რომელმაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული მედიაციის კონკურსში (ICC Commercial Mediation Competition) მესამე საპრიზო ადგილი აიღო.

შეჯიბრი ყოველწლიურად თებერვალში პარიზში იმართება და მასში კონკურსის წესით შერჩეული მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 66 გუნდი იღებს მონაწილეობას. 
პირველ 4 რაუნდში საქართველოს უნივერსიტეტმა ითამაშა აშშ-ს Benjamin Cardozo School of Law-ს, ბრაზილიის Sao Paolo Law School-ის, დანიის Aarhus University-ის და ინდოეთის National Academy of Legal Studies and Research (NALSAR)-ის გუნდების წინააღმდეგ. 
ჩვენმა გუნდმა პირველი შესარჩევი რაუნდი წარმატებით გაიარა და 16 გუნდს შორის. მერვედფინალში შეხვდა კანადის University of Montreal-ის გუნდს და გაიმარჯვა. 
ჩვენი გუნდი გადავიდა მეოთხედფინალში, რვა საუკეთესო გუნდში - შეხვდა ტეხასის უნივერსიტეტს - South Texas College of Law Houston-ს და გაიმარჯვა. 
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი მოხვდა საუკეთესო ოთხეულში. ბოლო რაუნდში შეხვდა კონკურისის ფავორიტ ახალი ზელანდიის უნივერსიტეტის გუნდს - University of Auckland. თამაში ძალიან სანახაობრივი იყო, ჩვენი გუნდი ვერ გადავიდა ფინალში და წააგო კონკურსის გამარჯვებულ გუნდთან.

არცერთი ქართული მონაწილე გუნდი არასდროს მომხვდარა 16-ეულშიც კი.

საქართველოს უნივერისტეტის გუნდმა ისტორია დაწერა, ჩვენი სკოლისთვის, ჩვენი უნივერსიტეტისთვის და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი