ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


24 February 2017
საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს პროკურატის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

24 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმომადგენელი დაესწრო საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, შეხვედრას უმაღლესი სასწავლებლების რექტორებსა და იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პროკურატურასა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებასა და სტუდენტებისათვის პრაქტიკული ცოდნის მიღების ხელშეწყობას. ღონისძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა და მას მთავარი პროკურორის მოადგილეები და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 
   შეხვედრის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე პროექტებს, უწყების პრიორიტეტებსა და არსებულ სტაჟირების სისტემას. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებაზე, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის ხელშეწყობაზე.   
   შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სტუდენტების, მომავალი თაობის პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა და სრული მზაობა გამოხატა აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად. საქართველოს პროკურატურას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 11 უმაღლეს სასწავლებელთან აქვს გაფორმებული.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი