ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


23 May 2019
საქართველოს უნივერსიტეტმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია INADR -საერთაშორისო მედიაციის ამერიკულ კონკურსში

ჩვენი სამართლის სკოლის გუნდი ფინალისტ 4 გუნდს შორის მოხვდა, ბოლო რაუნდში ირლანდიის ბელფასტის უნივერსიტეტს შეხვდა და დაამარცხა. 
2019 წლის შეჯიბრი საბერძნეთში, ქ. ათენში, 14-17 მარტს ჩატარდა და მასში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის სკოლების 52 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი პირველი მონაწილე გუნდი იყო საქართველოდან.
განსაკუთრებული ისიც იყო, რომ ნახევარფინალში ორივე ქვე-ჯგუფში გადავედით: მედიატორებად და მომლაპარაკებლებად. ჩვენს გარდა მხოლოდ სამმა ამერიკული გუნდმა მიაღწია იგივე წარმატებას.
ჩვენი გუნდის სამი სამართლის სტუდენტისგან შედგებოდა: მარიამ თურმანიძე, ლაშა ლურსმანაშვილი და ანა ჯიქია. გუნდის ქოუჩები ნატა სტურუა და ანა ხურციძე იყვნენ.
ფინალში ერთადერთი არამშობლიურ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე გუნდი ვიყავით და 4 ფინალისტიდან მეორე ადგილზე გავედით. კონკურსში მომლაპარაკებელ გუნდებს შორის პირველი ადგილი აიღო ტორონტოს უნივერსიტეტმა, მეორე ჩვენ - საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, მესამე -ბელფასტის უნივერსიტეტმა და მეოთხე - ბერკლის სამართლის სკოლამ.
ისევ პრეცედენტი, ისევ წარმოუდგენელი წარმატება, უამრავი კომპლიმენტი, მსოფლიოს საუკეთესო გუნდების გვერდით, ამჯერად ფინალში...

ჩვენ შევძელით მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოში მედიაციას აქვს მომავალი და ამ რწმენით და ენთუზიაზმით ვამზადებთ მომავალ თაობას. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი