სიახლეები
13-17 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.
კვირეული 13 მაისს, თბილისის დროით 12:00 საათზე, ბრიუსელში გაიხსნა.
The European Public Health Association-ის მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული კვირეული მიზნად ევროპის მასშტაბით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.
კვირეულის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტმა გამართა ფიზიკური აქტივობის დღე, უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა: მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები".
ასევე, გაიმართა შეხვედრა თემაზე „ჯანსაღი კვება და მისი მნიშვნელობა“ და საჯარო ლექცია თემაზე: "ჯანსაღი კვების როლი".
ღონისძიების მასპინძელი The European Public Health Association (EUPHA) - მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში 19000 ექსპერტს აერთიანებს.
EUPHA-ს ერთადერთი წევრი საქართველოდან კი საქართველოს უნივერსიტეტია.