სიახლეები
20 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა შეჯიბრი სისხლის სამართლის პროცესის ადვოკატირების უნარ-ჩვევებში. აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდიც ჩაერთო თამთა ზარნაძის, თათია ტოტოჩავას, კობა ბარამიას, ლევან კეკენაძისა და თენგო ცაგარეიშვილის მონაწილეობით. მათ მომზადებასა და სწავლებას სამართლის სკოლის ლექტორი ირაკლი კობიძე ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ შეჯიბრში რვა უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ნახევარფინალურ ეტაპზე ოთხი გუნდი გადავიდა, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს უნივერსიტეტი იყო.
ოთხივე გუნდმა თითქმის თანაბარი ქულები დააგროვა. საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა მესამე ადგილი მოიპოვა.