ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


12 October 2026

საქართველოს უნივერსიტეტმა Open Black Sea 2026-ს უმასპინძლა

 

9–10 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტში შავი ზღვის რეგიონის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფესტივალი - Open Black Sea 2026 გაიმართა. საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბის (IML) ორგანიზებით ჩატარებულმა ფესტივალმა ექვსი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის - ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და სტუდენტებს უმასპინძლა. Open Black Sea 2026-ის მიზანი რეგიონში საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაძლიერება, პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობა და შავი ზღვისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტური კვლევების მხარდაჭერაა.

ფესტივალის მთავარი თემა იყო საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი გარემოსდაცვითი და რეგიონული გამოწვევების კვლევაში. ორდღიანი პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ ვორკშოპებს, დისკუსიებსა და რეალურ შემთხვევებზე მუშაობას, მათ შორის თანამედროვე საგამოძიებო ინსტრუმენტების გამოყენებასა და ჟურნალისტური მასალების საზოგადოებრივ გავლენაზე მსჯელობას.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა Emerging Voices - შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების ჰაკათონი, რომელშიც სტუდენტებმა და მოქმედმა ჟურნალისტებმა, მათ შორის ფრილანსერებმა, წარმოადგინეს წერილობითი საგამოძიებო პიჩები. საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ჰენრიკ გრუნეტი, იდეს დებრუინე, მარკ ლი ჰანტერი და უილიამ დანბარი, წარმოდგენილი იდეები წერილობით შეაფასა.

ჰაკათონის ოთხ გამარჯვებულად დასახელდნენ თამთა ჩხაიძე, ანანო ომაძე, თამარ ბუთურიშვილი და თამარ სიხარულიძე - სტუდენტები და ფრილანსერი ჟურნალისტები. გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებთან ერთად, დასაჩუქრდნენ სამთვიანი სარედაქციო მხარდაჭერით საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბისა (IML) და „ბათუმელების“ გუნდისგან, რათა საკუთარი იდეები სრულფასოვან საგამოძიებო მასალებად განავითარონ.

საქართველოს უნივერსიტეტი, აქტიურად განაგრძობს მსგავსი ფორმატის შეხვედრების მხარდაჭერას, რაც თავის მხრივ აძლიერებს როგორც შიდა პროფესიულ კავშირებს, ასევე სტუდენტებს საშუალებას აძლევს აქტიურად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სწავლის პროცესში. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი