ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


5 December 2025

პირველი სამეცნიერო პიკნიკი - საქართველოს უნივერსიტეტის ვიზიტი ლანჩხუთში

 

29 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორობით - კიურის ლაბორატორიასთან ერთად, პირველი სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, გურიაში, ლანჩხუთში. 

ეს იყო დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ემსახურებოდა, გურიის საჯარო სკოლის მოსწავლეების სამეცნიერო აქტივობების პრეზენტაცია/დაჯილდოებას. კიურის ლაბორატორია, მოძრავი ლაბორატორიაა, რომელიც ახალგაზრდებისთვს მეცნიერების შესწავლისა და პოპულარიზაციის ფარგლებში აქტიურად მასპინძლობს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს. შემაჯამებელ შეხვედრაზე, გურიის რეგიონში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი პროექტები წარადგინეს, რომელზეც მთელი წლის განმავლობაში გუნდურად მუშაობდნენ.  

წარმოდგენილ სკოლებს შორის იყვნენ: 

  • სოფელ შუხუთის საჯარო სკოლა;
  • სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ლანჩხუთის, #1 #2 და #3 საჯარო სკოლები:

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სამეცნიერო პროექტების შექმნაში მენტორობას, საკუთარი სკოლის პედაგოგები უწევდნენ. 

საქართველოს უნივერსიტეტმა, როგორც პროექტის პარტნიორმა, ღონისძიების ფარგლებში სამუშაო ვიზიტით, მიწვეული სტუმრის სტატუსით ისარგებლა და საკუთარ ბაზაზე არსებული სანმეცნიერო პროექტების შესახებ გაუზიარა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია. ასამდე მოსწავლეს საქართველოს უნივერსიტეტის სტენდთან დახვდათ საიმიჯო/საინფორმაციო მასალები, ასევე გაიმართა სახალისო ვიქტორინა და გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

საქართველოს უნივერსიტეტი, როგორც ყოველთვის, აქტიურად განაგრძობს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლობლო პროექტების ადვოკატირებას, რაც მომავალშიც ბევრ და საინტერესო აქტივობას გულისხმობს, ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი