ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


5 March 2026

სტუდენური სამეცნიერო კონფერენცია სამართალში

 

3 მარტს საქართველოს უნივერსიტეტში შრომის სამართლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელმაც სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები გააერთიანა. ღონისძიება ჩატარდა BMO პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, BAUVERBÄNDE NRW e. V.-სა და ბიზნესგაერთიანება „ბიზნეს საქართველო“-ს თანამშრომლობით. კონფერენცია სტუდენტური ნაშრომების პრეზენტაციებით  გაიხსნა. 

BMO-პარტნიორობის პროგრამაა. იგი შეიქმნა გერმანული კერძო სექტორის მიერ გერმანიის განვითარების თანამშრომლობაში ჩართულობის გაძლიერების და კერძო სექტორის ხელშეწყობის,მათი ფართო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. ამ პარტნიორობის ფორმატში ,,ბიზნეს საქართველო’’-სა და “Bauverbände NRW e.v”- გერმანული სამშენებლო გაერთიანების მიერ  ხორციელდება სამწლიანი პროექტი, რომლის ერთ-ერთი მიზანიც სტუდენტური ღონისძიებების გამართვა და სტუდენტების განვითარებაა. 

ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს გერმანული გამოცდილება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი სამართლის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება  ქართულ სტანდარტებთან მიახლოების პროცესში მნიშვნელოვანი რესურსი აღმოჩნდა.

ღონისძიების შეფასებისას ანა კორძახიამ, ბიზნეს საქართველოს წარმომადგენელმა და საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის კურსდამთავრებულმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს აქვთ მხარდაჭერა უნივერსიტეტის და ბიზნესსექტორის მხრიდან. დღეს წამოიჭრა ძირითადი საკითხები: შრომის სამართლისა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გაუმჯობესება, პერსონალური მონაცემების დაცვის მოდერნიზება და ნორმატიული სივრცის მოწესრიგება. მეორე სესიაზე სტუდენტების ნაშრომები გერმანელ ექსპერტთან განვიხილეთ: Maike Williams – „Bauverbände“ კომპანიის იურისტი და Denis Erber – Bank-office-ის თანამშრომელია.“

ღონისძიების მეორე ნაწილი მრგვალი მაგიდის ფორმატში გაგრძელდა, სადაც ყურადღება დაეთმო შრომის უსაფრთხოების დარღვევების სამართლებრივ შეფასებებს, მათ შორის იმ შემთხვევებზე, როდესაც დარღვევა შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადაიზარდოს. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე მომზადებული კვლევები წარადგინეს. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ სპეციალურმა კომისიამ საუკეთესო ნაშრომები გამოავლინა, რასაც პროფესიული და არგუმენტირებული დისკუსია მოჰყვა.

განხილულ იქნა პასუხისმგებლობის ფორმებს შორის ზღვარი, დარღვევის სიმძიმის კრიტერიუმები, დისტანციური მუშაობისა და ხელოვნური ინტელექტის პირობებში შრომითი ურთიერთობების გამოწვევები, სამუშაო დროის მართვა და თანასწორობის პრინციპების დაცვა. ასევე განიხილეს შრომითი დავების არბიტრაჟუნარიანობა და ალტერნატიული მექანიზმები .

,,გერმანელი ექსპერტის მონაწილეობამ ინტერაქციული პროცესი შექმნა, ჩემთვის ყველაზე საინტერესო შრომითი დავების განხილვა იყო. საქართველოს უნივერსიტეტმა საშუალება მისცა სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებსაც ჩართულიყვნენ აღნიშნულ კონფერენციაში და ამისთვის დიდი მადლობა.“-აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ირინკა კაპანაძემ.

კონფერენციის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, ბაზრის გამოწვევების ანალიზი და ახალგაზრდების პროფესიულ გარემოში ინტეგრირების ხელშეწყობა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი სფეროს მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი