სიახლეები
5 აგვისტოს, საქართველოს უნივერსიტეტის დაფინანსებით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა მარიამ მწარიაშვილმა, ნიუ-იორკში Microsoft Office World Championship-ის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და 850 000 კონკურსანტს შორის 155-ე საპრიზო ადგილი დაიკავა.
„2019 წელი ჩემთვის ძალიან წარმატებული და მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა,გავიმარჯვე Certiport-ის მიერ ორგანიზებულ (MOS) Microsoft Office Specialist-ის ჩემპიონატში და საქართველოს სახელით გავემგზავრე ნიუ იორკში, მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის მხარდაჭერის გარეშე. გარდა იმისა, რომ მათ ჯერ გამოცდა, შემდეგ კი ჩემი მოგზაურობა სრულიად, 100%-ით დააფინანსეს, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა საკმარისი აღმოჩნდა მსოფლიოს 850 000-ზე მეტ სერთიფიცირებულ მონაწილეს შორის 155 გამარჯვებულთა შორის მოვხვედრილიყავი”- მარიამ მწარიაშვილი.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს უნივერსიტეტი სუდენტებს სხვადასხვა ოლიმპიადებსა თუ ჰაკათონებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. მარიამმა წარმატებით გაიარა ერთ-ერთი შიდა ტური და Microsoft-ის სასერტიფიკატო გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულა დააფიქსირა. ამის შემდეგ მარიამმა, საქართველოს უნივერსიტეტის დაფინანსებით,ნიუ-იორკის საერთაშორისო ჩემპიონატში საქართველოს სახელით იასპარეზა.