ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


2 February 2026

საქართველოს უნივერსიტეტში თემთან ჩართულობის ერთეული შეიქმნა


ENHANCE-GSL პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტში შეიქმნა თემთან ჩართულობის ერთეული, რომლის მიზანია უნივერსიტეტსა და ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და თემთან ჩართულობის მდგრადი განვითარება.

ერთეული უზრუნველყოფს თემთან ჩართულობის აქტივობების კოორდინაციის, პარტნიორული ურთიერთობების განვითარების და ადგილობრივი თემების საჭიროებებზე რეაგირების ინსტიტუციურ ჩარჩოს. მისი მიზანია უნივერსიტეტსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სკოლებსა და თემის სხვა წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური რესურსებით აღჭურვილი ერთეული ხელს უწყობს სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას, ონლაინ თანამშრომლობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობების განხორციელებას. მის საქმიანობას ასევე მხარს უჭერს ENHANCE-GSL პროექტის ფარგლებში შემუშავებული თემთან ჩართულობის სახელმძღვანელო, რომელიც თემთან ჩართულობის ინიციატივების განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციებსა და მითითებებს გვთავაზობს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგებისა და შესაძლებლობების განვითარების აქტივობების შედეგად, საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გაიღრმავეს ცოდნა და განივითარეს უნარები თემთან ჩართულობის მიმართულებით. ერთეული ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის და თემთან ჩართულობის ინტეგრირებას უნივერსიტეტის საქმიანობასა და პრაქტიკაში.

ერთეულის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტსა და ადგილობრივ თემებს შორის უფრო მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და საქართველოს უნივერსიტეტსა და ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობის ENHANCE-GSL პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელების უზრუნველსაყოფად.

მეტი ინფრმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: https://enhance.ug.edu.ge/ 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი