სიახლეები
11 ივლისს საფრანგეთში, პარიზში საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამამ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის- „ჟურნალისტიკის თავისუფალი განათლების დეკლარაციის“ ხელმოწერაში მონაწილეობა მიიღო.
ეს არის პირველი კეთილი ნების დოკუმენტი, რომელიც ჟურნალისტიკის განათლების თავისუფლებას ეხება. დეკლარაცია მსოფლიო ჟურნალისტიკის განათლების საბჭომ შეიმუშავა. ხელმომწერთა შორის წამყვანი ჟურნალისტიკის სკოლები და პროგრამები იყვნენ, რომელთაც დემოკრატიული ღირებულებები და ხარისხიანი მედიისკენ სწრაფვა აერთიანებთ.
„იმის ცოდნით, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინფორმაცია, რაც მხოლოდ ხარისხიანი ჟურნალისტური განათლებით მიიღწევა, შევუერთდით ამ საერთო წამოწყებას. რადგან, ვცხოვრობთ იმ დროში, როდესაც დეზინფორმაცია, მის-ინფორმაცია და ზოგადად მედიის თავისუფლება საფრთხეშია. მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი და ხარისხიანი მედიის არსებობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და მისი როლი თავისუფალი სამყაროს განვითარებაში გარდამტეხია“ - აღნიშნა სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა ნათია კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ კონგრესსზე მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად განხილული იყო ჟურნალისტიკის სკოლების თანამედროვე გამოწვევები, მიდგომები და პროპაგანდასთან ბრძოლის (ფაქტების გადამოწმების, ვერიფიკაციის და ეთიკის) უახლესი ინსტრუმენტი და ტექნიკები.