სიახლეები
27 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის დაარსების სამი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც წარდგენილი იყო ინსტიტუტის სამწლიანი ანგარიში.
საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის, მანანა სანაძის ხელმძღვანელობით, შეხვედრაზე, ინსტიტუტში არსებული, დეპარტამენტების წარმომადგენლებმა საზოგადოებას გააცნეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგები. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტი აერთიანებს ოთხ ძირითად დეპარტამენტს:
• ისტორიის
• ენისა და ლიტერატურის
• მატერიალური კულტურის კვლევის
• კულტუროლოგიის
თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნო, მათ მიერ ჩატარებული სამუშოების შედეგები, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგად ჭრილში ინსტიტუტის მუშაობა ეფუძნება, არსებული საისტორიო წყაროების გაციფრულებას და რაც მთავარია, საერთო პლატფორმაზე მოქცევას, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. თანამედროვე კვლევების ირგვლივ გატარებული ღონისძიებებით, შეიქმნა და გამოიცა ახალი წიგნები, როგორც ჰაგიოგრაფიულ, ასევე ისტორიულ დარგში. საქართველოს უნივერსიტეტის, ქართველოლოგიის ინსტიტუტის ნაშრომები ეფუძნება როგორც წერილობით, ასევე არტე ფაქტებით მოპოვებულ მასალას, რომელიც მუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტთან კოლაბორაციით. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დაანონსდა ახალი ვებ. გვერდის ჩაშვება ქართულ ინტერნეტ სივრცეში, სადაც გაერთიანებული იქნება ყველა საისტორიო წყარო და ნარკვევი, შესაბამისი პერიოდიკის და ისტორიული პირის ირგვლივ, რაც თავის მხრივ გააძლიერებს და გაამარტივებს საქართველოს ისტორიაში შემავალი ყველა სამეცნიერო კვლევის საერთაშორისოდ ხელმისაწვდომობას.