სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის, TOLES-ის სამართლებრივი ინგლისური ენის საერთაშორისო ავტორიზებული ცენტრი აცხადებს მიღებას სამართლებრივი ინგლისურის Foundation და Higher სასერტიფიკატო კურსებზე. TOLES-ის სერტიფიკატი, მსოფლიოში ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი ინგლისურის ენის ცოდნის დამადასტურებელი უვადო სერტიფიკატია.
TOLES (Test of Legal English Skills) სასერტიფიკატო გამოცდა 2000 წელს შეიქმნა და ერთობლივად ეკუთვნის Cambridge Law Studio Limited-ს და Global Legal English Limited-ს.
სასერტიფიკატო კურსი მსურველებს შესაძლებლობას მისცემს, სიღრმისეული ცოდნა მიიღონ გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში არსებული თანამედროვე სამართლის პრაქტიკულ ინგლისურში და ლათინური ლექსიკისა და ფრაზების შესაბამისი გრამატიკული ასპექტების შესახებ.
კურსდამთავრებული შეძლებს ეფექტურად აწარმოოს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ზეპირად, ისე წერილობით.
კურსის ხანგრძლივობაა: 12 კვირა (კვირაში 2-ჯერ, თითო შეხვედრა - ორი საათი).
დაწყების თარიღია: 30 სექტემბერი, 2024 წელი.
ლოკაციაა - საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი (მის: მ. კოსტავას 77ა).
სასწავლო კურსს უხელმძღვანელებს საქართველის უნივერსიტეტის ლექტორი, TOLES-ის მიერ სერტიფიცირებული, საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის სპეციალისტი - ცირა ჩორგოლიანი, რომელსაც აქვს სამართლებრივი ინგლისურისა და აკადემიური წერა/კვლევის 5 წლიანი სწავლების გამოცდილება, როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან, აგრეთვე, პრაქტიკოს იურისტებთან.
კურსის საერთო ღირებულებაა:
•TOLES Foundation (A2/B1) – 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
•TOLES Higher (B1/B2) - 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
შესაძლებელია თანხის გადანაწილება ორ ნაწილად.
აღნიშნული საფასური სრულად ფარავს შემდეგს:
•სასწავლო კურსის სილაბუსს;
•კურსის სასწავლო მასალას;
•სამართლებრივი ინგლისური ენის დონის სადიაგნოსტიკო გამოცდას (აღნიშნული გამოცდის შედეგითა და კურსის ხელმძღვანელთან გასაუბრებით, თქვენი სურვილის გათალისწინებით, განისაზღვრება, თუ რომელი დონის მოსამზადებელ ჯგუფში გადანაწილდებით);
•ორ იმიტირებულ გამოცდას, კურსის დასრულების შემდგომ, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, რომ უკეთ გაეცნოთ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის სპეციფიკას;
•TOLES-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის საფასურს;
•კურსის დასრულების ორენოვან სერტიფიკატის და გამოცდის სერტიფიკატის საფასურს (ორივე სერტიფიკატი გაიცემა როგორც მატერიალური, ისე ელ.ვერსიის სახით);
•საინფორმაციო კონსულტაციას იმ კურსდამთავრებულებთან, რომლებაც უკვე მოიპოვეს TOLES-ის უვადო სერტიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე: toles_info@ug.edu.ge
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2024 წლის 22 სექტემბერი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: toles_info@ug.edu.ge ან დაგვირეკეთ: +995 514 01 08 30
გისურვებთ წარმატებას!