ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


3 June 2025
Chandigarh University-iის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს უნივერსიტეტში

 

23 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის პროგრამამ უმასპინძლა ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტის, Chandigarh University-ს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ სანდიფ გულერიას.

ვიზიტი განხორციელდა ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. პროფესორმა სტუდენტებისთვის ჩატარებულ ლექციებზე განიხილა ტურისტული პროდუქტის, კულტურული ტურიზმის, მდგრადობისა და არამატერიალური ტურისტული პროდუქტის რეგენერაციის ძირითადი ასპექტები. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბიზნესის სკოლის დირექტორთან, მაია ამაშუკელთან, ტურიზმის პროგრამის მენეჯერ ნინო დევიძესთან და ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მარიამ ჯანჯარასთან ერთად, რომელზეც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი