სიახლეები
ამა წლის 27, 28 და 30 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) და შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების (CBL) მეთოდების დიზაინის და გამოყენების თაობაზე. ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო ექსპერტი სამედიცინო განათლებაში ბ-ნი პიტერ ლიდიარდი. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები დაიყვნენ სამუშაო ჯგუფებად, სადაც მოხდა CBL-ის და PBL-ის სასწავლო მეთდების ყველა ეტაპის გავლა და გარჩევა. ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.