სიახლეები
ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი სახელწოდებით "ბიზნეს ანალიტიკოსის როლი ეჯაილ პროდუქტების დეველოპმენტში"
ვორქშოპის მიზანი იყო მონაწილეებისათვის საბაზისო თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, რისთვისაც ეჯაილის სამუშაო მეთოდოლოგია გამოიყენეს, რაც თავის მხრივ სწრაფ ადაპტირებას და გუნდურ მუშაობას ეყრდნობა.
ეჯაილი არის სამუშაო მეთოდოლოგია, რაც ხშირად გამოიყენება პროექტების მართვაში, პროდუქტის განვითარებასა და ბიზნესის პროცესის გაუმჯობესაბაში.
Ტრენინგის შედეგად, მონაწილეები გაეცნენ:
🔹 ეჯაილის მნიშვნელობას და მისი გამოყენების შესაძლებლობებს ბიზნეს ანალიზში;
🔹 ეჯაილის ინსტრუმენტებისა და მეთოდების ეფექტური გამოყენების პრინციპებს;
🔹 მოქნილი და პროდუქტიული სამუშაო სტილის განვითარების ეტაპებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის - ბიზნეს ანალიტიკის სწავლების პრაქტიკული ნაწილი სწორედ ასეთი, პრაქტიკული შეხვედრებით არის დატვირთული.