ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


3 December 2025

თურქულ-გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის კოლოქვიუმი

 

მიმდინარე წლის 27-30 ნოემბერს, სტამბულში, ბილგის უნივერსიტეტის ბაზაზე, გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მორიგი სამეცნიერო ღონისძიება თურქულ-გერმანულ-ქართული სამართლის დიალოგის ფარგლებში. მასში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები სამივე ქვეყნიდან.

პროექტი განხორციელდა დანაშაულისა და სასჯელის შესახებ მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.

თურქულ-გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის დიალოგის ფორმატი დაფუძნდა 2024 წელს ესქისეჰირის ოსმანგაზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის (დოქტ. სემი იუმაკი), საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა (პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი) და კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტის (პროფ. მარტინ ვასმერი) ინიციატივით და მის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება.

კოლოქვიუმში მონაწილეობა მიიღეს სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბაჩანა ჯიშკარიანმა და სამართლის ლექტორმა და დოქტორანტმა - რატი ახალაიამ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი