ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


28 September 2026

UGSPN კონფერენცია - სამხრეთ კავკასია ახლებურად — როგორ შეიძლება დემოკრატიამ, ვაჭრობამ და გეოპოლიტიკამ ერთობლივად იმუშაოს

 

2026 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრმა (UGSPN) ბერლინში მეშვიდე ყოველწლიური კონფერენცია გამართა თემაზე: „სამხრეთ კავკასია ახლებურად — როგორ შეიძლება დემოკრატიამ, ვაჭრობამ და გეოპოლიტიკამ ერთობლივად იმუშაოს.“

UGSPN (საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრი) წარმოადგენს  კვლევით ცენტრს, რომელიც უკვე მეშვიდე წელია აქტიურად  უწყობს ხელს კრიტიკულ დისკუსიებს ეროვნული უსაფრთხოების, პოლიტიკის გამოწვევებისა და ნაციონალიზმის მრავალმხრივი განზომილებების შესახებ. ცენტრი აქტიურად მუშობას, ემპირიული კვლევების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გადაწყვეტილებების განხილვასა და შედეგების წინმსწრებ გაზიარებაზე - საზოგადოებისთვის. 

სწორედ ასეთი აქტიური სამუშაო პროცესის ნაწილია ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც წელს ბერლინში გაიმართა.მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია ყოველწლიურად ფართოვდება როგორც მასშტაბის, ისე საერთაშორისო ჩართულობის თვალსაზრისით. პირველად, UGSPN-ის ყოველწლიური კონფერენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარდა, რამაც შესაძლებლობა მისცა კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს - ევროპელ კოლეგებთან ერთად დისკუსიები ბერლინში გაემართათ. 

კონფერენციამ გააერთიანა ექსპერტები, პოლიტიკის შემმუშავებლები და მკვლევრები, რომლებმაც იმსჯელეს ევროპის უსაფრთხოებაზე, ევროკავშირის გაფართოებასა და დემოკრატიაზე, ასევე სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

UGSPN აქტიურად განაგრძობს მუშაობას, ქვეყნის და არამარტო, პოლიტიკის კვლევით საქმიანობაში. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი