ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


17 June 2024
UGSPN - მეხუთე ყოველწლიური კონფერენცია

 

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ცენტრმა - UGSPN-მა, 13-14 ივნისს, მეხუთე ყოველწლიურ კონფერენციას - „შეტევა დემოკრატიებზე: რადიკალიზაციის დინამიკა და ახალი მსოფლიო წესრიგი“ უმასპინძლა.

 UGSPN-ის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გლობალურ და რეგიონალურ პოლიტიკაში მიმდინარე მნიშვნელოვან თემებზე იყო ფოკუსირებული. 2 დღის განმავლობაში, დისკუსია შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა აშშ-სა და ევროპარლამენტის არჩევნები, რუსეთ-უკრაინის ომი, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის საკითხები.

 კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ პორტუგალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - ჟოაო გომეშ კრავინიო, მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ კულმინსკი, წამყვანი საერთაშორისო მკვლევარები და გადაწყვეტილების მიმღები პირები.

 გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში მოწვეული სტუმრები გაეცნენ UGSPN-ის მიერ ჩატარებული კვლევის - „ულტრამემარჯვენე რადიკალიზაცია თანამედროვე საქართველოში: მობილიზებისა

და მოტივაციის ტენდენციები ახალგაზრდებში“ - შედეგებს, რომელიც ასახავს ახალგაზრდებში რადიკალური შეხედულებების გავრცელების ტენდენციებს. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი