სიახლეები
2023 წლის ერასმუსის მობილობის კვირეულს პორტუგალიის პატარა, მყუდრო, საუნივერსიტეტო ქალაქმა ბეჟამ უმასპინძლა. მობილობაში მონაწილეობა მიიღეს 15-ზე მეტი ევროპული ქვეყნის 50-მა ლექტორმა, მათ შორის კი საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლიდან ვახტანგ კალანდიამ.
ლექტორები მთელი კვირის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახის სემინარებში და თავადაც გამართეს ლექციები ქ. ბეჟას უნივერსიტეტში ადგილობრივ სტუდენტებთან. ლექციის თემატიკა მთლიანად მიეძღვნა ტურიზმის პერსპექტივებს, სადაც ვახტანგ კალანდიამ წაიკითხა ლექცია თემაზე "ჯანმრთელობის ტურიზმის პერსპექტივები, გამოწვევები და თანამედროვე ტენდენციები".
ლექციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც სტუდენტებში ისე ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ლექტორებში, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს სამომავლო შეხვედრების, კონფერენციების და ამ თემატიკაზე მეტის მოსმენის შესახებ. სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმთელობის მეცნიერებების სკოლა ამაყია იმით, რომ თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს მყისიერად და უკვე 4 წელზე მეტია ის თავის სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსს "სამედიცინო ტურიზმი და ტელემედიცინა".