ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


7 November 2023
ვიზიტი სეულში

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ფარმაციის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის წევრ ჰოსპიტალური სექტორის  წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე წლის 21-26 ოქტომბერს, ვიზიტით იმყოფებოდა სამხრეთ კორეაში, სეულში.

 საქართველოს ჯანდაცვის სექტორი, მიმდინარე რეფორმების გამო (აკრედიტაცია, DRG სისტემის დანერგვა და სხვა), მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემის მოწყობა ძალიან ახლოს არის საქართველოსთან და ასოციაციის წევრებისათვის საინტერესო იყო სამხრეთ კორეული ჯანდაცვის სისტემის წარმატებული გამოცდილების გაზიარება. 

საქართველოს უნივერსიტეტი მოწოდებულია, ყოველთვის იყოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში და შესაბამისად, აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კომპანია „Dialog Health“ -ის  მიერ ორგანიზებულ საინტერესო და ნაყოფიერ ვიზიტში.

შეხვედრები გაიმართა ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული სამსახურ (NHIS), ჯანდაცვის დაზღვევის მიმოხილვისა და შეფასების სამსახურ (HIRA), მიონჯის კლინიკა, ასანის სამედიცინო ცენტრ, სეულის ბავშვთა საავადმყოფო,  საექთნო მოვლის სახლს, სამსუნგის ჰოსპიტალსა და პირველადი ჯანდაცვის კლინიკებში.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი