სიახლეები
7-10 მაისს, ტრადიციულად, საქართველოს უნივერსიტეტმა, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურის კვირეულს უმასპინძლა.
კვირეულის ფარგლებში, გელა ჩარკვიანმა, გიორგი ეკკელიძემ და ლევან ბერძენიშვილმა საჯარო ლექციები გამართეს.
წელს, პირველად ლიტერატურის კვირეული საქართველოს უნივერსიტეტის შვიდ რეგიონულ ოფისში გაიმართა.
ლიტერატურის კვირეული დაიხურა საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის- ფოლიოსადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით, სადაც გამარჯვებულს ფულადი ჯილდო და დაწესებული პრიზი- „ფოლიო“ გადაეცა.
ასევე ღონისძიებაზე დასახელდნენ საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაშრომის ავტორები, რომელთაც ფულადი პრიზი გადაეცეათ, გარდა ამისა გამოვლინდა ჟიურის 10 განსაკუთრებული სიმპათია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი შეუერთდა აქციას- "აჩუქე წიგნი" და მოსახლეობა სხვადასხვა შემეცნებითი თუ მხატვრული ლიტერატურით დაასაჩუქრა.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს უნივერსიტეტმა რიგით მეხუთე ლიტერატურის კვირეულს უმასპინძლა.