16 მარტს საქართველოს უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო სემესტრი ოფიციალურად დაიწყო. სტუდენტებს უნივერსიტეტი, ტრადიციული „Welcome Back“ ღონისძიებით შეხვდა, რაც წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციაა და უნივერსიტეტისგან, სტუდენტებისთვის პირველი სასწავლო დღის ენერგიულ და მეგობრულ გარემოში აღნიშვნას ემსახურება.
"„Welcome Back“ საქართველოს უნივერსიტეტის ტრადიციული ღონისძიებაა, რომელიც სასწავლო წლის პირველი დღის აღსანიშნავად, უკვე წლებია ტარდება. აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტის მიერ სასწავლო წლის პოზიტიურად დაწყების პროცესში. სტუდენტებს დავახვედრეთ მემოგრამის აპარატი სამახსოვრო ფოტოებისთვის, სხვადასხვა ტკბილეული და რაც მთავარია მხიარული და დასამახსოვრებელი გარემო.“ აღნიშნა საქართველოს უნივერსიტეტის, სტუდენტურ საქმეთა ცენტრის წარმომადგენელმა, თორნიკე წულუკიძემ.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უნივერსიტეტი 6000-ზე მეტი საერთაშორისო და ქართველ სტუდენტს აერთიანებს, მსგავსი ღონისძიება ხელს უწყობს მათ დაახლოებას და სამომავლო კონტაქტების დამყარებას.
„ ჩემთვის, როგორც პირველკურსელისთვის, ეს გამოცდილება ახალი და დასამახსოვებელი იყო, ძალიან თბილი და სასიამოვნო გარემო დამხვდა, არ ველოდი, რადგან უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ უკვე გვქონდა Welcome Party, და მეგონა, რომ მხოლოდ ამ ერთი ღონისძიებით შემოიფარგლებოდა უნივერსიტეტი. მნიშვნელოვანია, როცა სწავლას პოზიტიური ენერგიით აგრძელებ, დამღლელი გამოცდების დასრულების შემდეგ და ძალიან მიხარია, რომ ამ მეგობრული გარემოს ნაწილი გავხდი, საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარებით. “ გაგვიზიარა ნატალი პატაშურმა, საქართველოს უნივერსიტეტის, საჯარო მმართველობის პირველი კურსის სტუდენტმა.