ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ელისაბედ ზალდასტანიშვილი
ასოცირებული პროფესორი
დოქტორი
საბუნებისმეტყველო დეპარტამენტი
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა


განათლება  
იაკობს უნივერსიტეტი ბრემენი - - მაგისტრი - 09/03/2012 - 05/26/2014
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ბაკალავრი - 09/11/2006 - 07/30/2010
მიუნსტერის უნივერსიტეტი - ბიოლოგიის ფაკულტეტი - დოქტორი - 10/12/2015 - 03/05/2019
პუბლიკაციები  
Increased PARP- 1 Content in Nuclear Matrix Isolated from Heat Shocked Rat Liver - 2012
Chromosomal position shift of a regulatory gene alters the bacterial phenotype - 2015
Application of Bacteriophages in Human Therapy: Recent Advances at the George Eliava Institute - 2020
Active bacterial modification of the host environment through RNA polymerase II inhibition - 2021
Phage Therapy Experience at the Eliava Phage Therapy Center: Three Cases of Bacterial Persistence - 2021
კურსები  
გენეტიკა და მოლეკულური ბიოლოგია I-MD1130E (  2021/2022; 2022/2023; )
ცხრილი  
გენეტიკა და მოლეკულური ბიოლოგია I-MD1130E
ელისაბედ ზალდასტანიშვილმა დოქტორის ხარისხი მოლეკულური ბიოლოგიის განხრით მიიღო 2019 წელს მიუნსტერის ვილჰელმის სახელობის ვესტფალიის უნივერსიტეტში, გერმანიაში. სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას ელისაბედ ზალდასტანიშვილი დასაქმებული იყო მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკის ჰიგიენის ინსტიტუტის მიკრობთა გენომური პლასტიურობის ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც იკვლევდა ეშერიხია კოლის uvrY მუტანტებს. ამავე პერიოდში, 1 სემესტრის განმავლობაში, ელისაბედი ასისტირებას უწევდა ევოლუციური ზოოლოგიის პრაქტიკული კურსის ხელმძღვანელს და ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს ვილჰელმის სახელობის ვესტფალიის უნივერსიტეტის ბიოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებთან გერმანულ ენაზე. მანამდე, როგორც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ცხოველთა მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, ელისაბედ ზალდასტანიშვილი იყო ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტების მენტორი და, ასევე, 2 სემესტრის განმავლობაში ასისტირებას უწევდა მოლეკულური ბიოლოგიის ქართულენოვანი კურსის ლექტორს. ელისაბედ ზალდასტანიშვილმა მოლეკულური სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი მიიღო 2014 წელს ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტში, სადაც ბოლო სემესტრში ასისტირებას უწევდა მოლეკულურ გენეტიკის ლაბორატორიის ინგლისურენოვან კურსს. ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხი ელისაბედმა მიიღო 2010 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ელისაბედ ზალდასტანიშვილი ამჟამად მუშაობს უფროს მეცნიერ-თანამშრომლად გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, ვირუსოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი