ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

მადონა სეხნიაშვილი
მოწვეული ლექტორი
დოქტორი
მედიცინის დეპარტამენტი
ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა


განათლება  
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - მედიცინის - ბაკალავრი - 2002 - 2008
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - ნევროლოგია - მაგისტრთან გათანაბრებული - 2008 - 2012
ლაიფციგის უნივერსიტეტი - დოქტორანტურა - დოქტორი - 2021 - 2023
პუბლიკაციები  
შერეული დიზართრიის განსხვავებული ვარიანტი გამოვლენილი პარკინსონიზმის და დისტონიის სახით ეფედრონის ბოროტად გამოყენების გამო - 2014
ნერვის და კუნთის დისფუნქციის დროებითი გაუმჯობესება სერიული ელექტრული სტიმულაციით - 2022
ნერვ-კუნთოვანი დისფუნქციის დროებითი და მაღალვარიაბელური გაუმჯობესება ელექტრული სტიმულაციით მწვავე კრიტიკული დაავადების მქონე პაციენტებში-საპილოტე კვლევა - 2023
კრიტიკული დაავადებების პოლინეირომიოპათიის ელექტროფიზიოლოგიური დიაგნოსტიკის და პათოლოგიზიოლოგიური ასპექტები - 2024
კურსები  
ნევროლოგია-MD234220E (  2023/2024; )
მადონა სეხნიაშვილი - მოწვეული პროფესორი - უძღვება კლინიკური ნევროლოგიის კურსს, ამჟამად არის კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროფიზიოლოგიიის ცენტრის ხელმძღვანელი. მას ბინაციონალური სადოქტორო კვლევის პროგრამის ფარგლებში, გერმანული აპრობაციის საფუძველზე ქ. ლაიფციგის უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს მედიცინის დოქტორის ხარისხი უმაღლესი შეფასებით. მადონა სეხნიაშვილი გახლავთ „საქართველოს ნერვკუნთოვანი დაავადებების და ელექტრომიოგრაფიის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი , ასევე ,,საქართველოს ნევროლოგთა კავშირის“, „ევროპის ნევროლოგთა აკადემიის“ და 2022 წლიდან საქსონიის ექიმთა ასოციაციის წევრი. მას „ევროპის ნევროლოგთა აკადემიის“ და DAAD 1 წლიანი სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვს კლინიკური სტაჟირებები გერმანიაში - ქ. ვურცბურგის და ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკებში, ასევე ინტრაოპერაციულ ელექტროფიზიოლოგიურ ნეირომონიტორინგის მიმართულებით (IONM) ბერლინში, საუნივერსიტეტო კლინიკაში შარიტე. მას ასევე აქვს საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლების და კვლევის გამოცდილება, გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები საერთაშირისო რეფერირებად ჟურნალებში, აქვს ნევროლოგიური მიმართულებით პრაქტიკული მუშაობის, კონსულტირების, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. ქალბატონ მადონას მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ სამეცნიერო კონფერენციასა თუ საერთაშორისო კურსში, მათ შორის როგორც მომხსენებელს ან ტუტორს. არის რამოდენიმე სამეცნიერო სტატიის, ასვე ელექტრონული წიგნის -ნევროლოგიური გასინჯვა -ქართული თარგმანის ავტორი.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი