ლეილა გრიგოლია
მოწვეული ლექტორი
მაგისტრი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის ადმინისტრირების დეპარტამენტი
ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
თბილისის ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი - სახვითი ხელოვნება - ხარისხის გარეშე - 09/22/2003 - 06/12/2007
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი - მაგისტრი - 10/14/2019 - 03/02/2023
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - სახვითი ხელოვნება - ბაკალავრი - 2007-10-14 - 2011-07-19
ლეილა (ლეი) გრიგოლია - მოწვეული ლექტორი - უძღვება სალექციო კურსს „ლათინური და ქართული შრიფტის საფუძვლები, განვითარების ეტაპი და პერსონალური გარნიტურის შექმნა”. მას აქვს ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი შუა საუკუნეების კვლევებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან . ლეი გრიგოლიას სამაგისტრო ნაშრომი მოიცავს შუა საუკუნეების ქართული ხენაწერის H-1669 ტიპოგრაფიულ შესწავლას, კვლევას საზედაო ასოების პროპორციების გავლენა თანამედროვე ქართული შრიფტის დიზაინზე და მხატვრული თავისებურებების გამოვლენას. მას ასევე შექმნილი აქვს რამდენიმე კორპორატიული შრიფტი. 2019 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვება სალექციო კურსებს; ქართული და ლათინური შრიფტი, პოსტერის ხელოვნება და წიგნის გრაფიკა. ლეი გრიგოლია არის “გრაფიკის თანამედროვე ცენტრის” თანადამფუძნებელი, ოფორტის სახელოსნოს და ოფორტის კურსის ხელმძღვანელი. ის არის ავტორი პროექტის “Artist talk’’, რომლის ფარგლებშიც ცენტრში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი ვორქშოფები. ის მონაწილეა სხვადასხვა ჯგუფური გამოფენის, ხოლო როგორც გრაფიული დიზაინერი ძირითადად მუშაობს წიგნის დიზაინზე.