ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანა ბიბილაშვილი
არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის თანახელმძღვანელი
მაგისტრი
არქიტექტურისა და დიზაინის დეპარტამენტი
,ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა


განათლება  
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი - ბაკალავრი - 09/15/2002 - 07/15/2007
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი - მაგისტრი - 09/15/2013 - 07/15/2015
კონფერენციები  
მონაწილეობითი პრაქტიკოსების IV საერთაშორისო ფორუმი - 16-01-2020
მოგზაურობა არქიტექტურისა და დიზაინის მომავალში - 23-01-2025
ანა ბიბილაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის თანახელმძღვანელია. იგი არის არქიტექტორი, ურბანისტი და ურბანული განვითარების სტრატეგი, 19 წლიანი პროფესიული და აკადემიური გამოცდილებით არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სფეროში. ანა ბიბილაშვილს მიღებული აქვს არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროფესიული განვითარების ფარგლებში სწავლობდა ლისაბონის უნივერსიტეტში (პორტუგალია) Erasmus-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო აკადემიურ, კვლევით და პროფესიულ ინიციატივაში. იგი არის არქიტექტურული სტუდია ANNDESIGN-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია Urban Development Institute-ის დამფუძნებელი. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს არქიტექტურულ პროექტირებას, ურბანულ დაგეგმარებას, სტრატეგიულ ურბანულ განვითარებას, საჯარო სივრცეების დიზაინს, მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვასა და მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესების მართვას. ანა ბიბილაშვილს აქვს სწავლებისა და კვლევითი საქმიანობის გამოცდილება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. იგი სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის USAID-სა და პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან, ურბანული განვითარების, ადგილობრივი დემოკრატიისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის მიმართულებით. იგი ასევე არის AIA Europe-ის რეგიონული დირექტორი. მისი პროფესიული და აკადემიური ინტერესები მოიცავს მდგრად არქიტექტურას, ურბანულ პოლიტიკას, მწვანე ინფრასტრუქტურას, საჯარო მონაწილეობას, არქიტექტურულ განათლებასა და საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობას. იგი აქტიურად მუშაობს უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებისა და არქიტექტურულ განათლებაში საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრაციის მიმართულებით.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი