ბელა ფიფია - 2012 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს უნივერისტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის საფეხური. 2014 წლიდან იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძოდ 2014 წლიდა-2018 წლამდე იგი მუშაობდა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლიდან - დღემდე იგი მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოძიების მონიტორინგს.
ჩაბარებული აქვს საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ასევე გავლილი აქვს ევროპის საბჭოს ,,HELP“-ის პროგრამის სასწავლო კურსი. გარდა აღნიშნულისა მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ტრენინგ-კურში. ამასთანავე, ბელა ფიფია მონაწილეობას იღებს გამომძიებელთა გადამზადების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ ტრენინგებში ტრენერის სტატუსით.