საქართველოს უნივერსიტეტი ხარისხის კულტურის ქვეშ მოიაზრებს დაინტერესებული პირების: აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, კურსდამთავრებულების, ადმინისტრაციული პერსონალის, პარტნიორებისა და ხელმძღვანელობის საერთო სულისკვეთებით მოქმედებასა და გაერთიანებას საქართველოს უნივერსიტეტის მისიით გაცხადებული ღირებულებების ქვეშ, რათა საერთო ძალისხმევით მუდმივად შესაძლებელი გახდეს განვითარება და სრულყოფა.

ძლიერი ხარისხის კულტურა ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას უნივერსიტეტში, სადაც დაინტერესებული მხარეები აქტიურად მონაწილეობენ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში, არა ვალდებულების გამო, არამედ სრულყოფილების შინაგანი სურვილით.

ზემოხსენებული იდეის რეალიზაციისთვის ტარდება შემდეგი აქტივობები:

  1. კომპეტენციებზე ორიენტირებული სწავლის შედეგები:

უნივერსიტეტში არსებობს პროგრამების სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმი, რომელიც გაზომვადი კრიტერიუმებით ახორციელებს შეფასებას და უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების შესაბამის ჩართულობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომპეტენციებზე ორიენტირებული სწავლება.

უნივერსიტეტში სწავლის შედეგების შეფასების ძირითადი მექანიზმი პროგრამის განვითარების საბჭოა, რომელიც ინდივიდუალურად თითოეულ პროგრამასთან მიმართებაში იქმნება.

  1. პრაქტიკული შესაბამისობა:

უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს პროგრამების კურიკულუმების პრაქტიკული მიმართულებით მუდმივ განვითარებასა და ისეთი აქტივობების უზრუნველყოფაზე, როგორიცაა: სტაჟირება, პრაქტიკა, პროექტები, პორტფოლიოები და ა.შ. რათა სტუდენტებს ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჰქონდეთ საშუალება გაეცნოს იმ გამოწვევებს, რომელსაც ის შეხვდება დასაქმების შემდეგ თავისი მოვალეობების განხორციელებისას. 

  1. ინსტიტუციური შეფასება:

უნივერსიტეტის სისტემატური თვითშეფასების უზრუნველყოფა, ინსტიტუციური შეფასებისათვის, რომლის მიზანიცაა უნივერსიტეტის მუდმივი თვითშეფასება და რეკომენდაციების მიწოდება რექტორის საბჭოსთვის, რათა დროულად მოხდეს ახალ გამოწვევებზე რეაგირება უნივერსიტეტის უწყვეტი განვითარებისათვის.

  1. უწყვეტი გაუმჯობესება:

შიდა და გარე მექანიზმების გამოყენების შედეგად მიღებული უკუკავშირის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის, რათა გაზიარებული იყოს პრაქტიკაში დაგროვილი ცოდნა, ან/და იცოდნენ დაინტერესებულმა პირებმა მათ მიერ განხორციელებულმა შეფასებებმა რა გავლენა იქონიეს საუნივერსიტეტო ცხოვრებასა თუ პროგრამებზე/სილაბუსებზე. უკუკავშირისთვის დანერგილია ელექტრონული საშუალებები, ხოლო ინფორმაციისა და გამოცდილებების გაზიარების მიზნით როგორც უნივერსიტეტის შიგნით, აგრეთვე მის გარეთ შეხვედრები.

  1. უწყვეტი პროფესიული განვითარება:

პერიოდული ტრენინგები სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის მეთოდებში. აგრეთვე მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა დაინტერესებულ პირებთან რათა გაზიარებული იყოს ინფორმაცია თუ რა პროცესები და სიახლეები ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

  1. შიდა და გარე მექანიზმების შედეგად მიღებული შედეგების საფუძველზე დაინტერესებული პირებისთვის უკუკავშირის მიცემა.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კითხვარების შედეგად გამოკვეთილი რეკომენდაციების ანალიზის საშუალებით მიღებული შედეგების გაცნობას დაინტერესებული მხარეებისთვის. ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, თუ რა საკითხები გამოვლინდა, რა ნაბიჯები გადაიდგა და რა გავლენა მოახდინა გამოკითხვის შედეგებმა კურიკულუმის შემდგომ განვითარებაზე.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი