ხარისხის გარე უზრუნველყოფა
The Association for Transnational Higher Education – ATHEA
2023 წლის აპრილში საქართველოს უნივერსიტეტი გახდა ევროპის ერთ-ერთი ავტორიტეტული მააკრედიტებელი ორგანოს, ATHEA-ს (The Association for Transnational Higher Education) ინსტიტუციური წევრი, რაც გულისხმობს იმას, რომ ასოციაცია აქტიურად ითანამშრომლებს უნივერსიტეტთან საერთაშორისო აღიარების, ხარისხის უზრუნველყოფისა და სამომავლო განვითარების მიმართულებით.
ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან ერთად, უნივერსიტეტმა დაიწყო მუშაობა ინსტიტუციური შეფასების მიმართულებით, რათა უნივერსიტეტის შეფასება მოხდეს ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების -ESG 2015-ის მიხედვით.
European University Association - EUA
EUA - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია წარმოადგენს და მხარს უჭერს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ევროპის 48 ქვეყანაში. ის დაარსდა 2001 წელს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა და ევროკავშირის რექტორთა კონფერენციების გაერთიანების შედეგად. EUA თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს ბოლონიის პროცესში და გავლენას ახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზე უმაღლეს განათლებაზე, კვლევებსა და საკითხებზე.
EUA წარმოადგენს ევროპის უმაღლესი განათლების საზოგადოების მთავარ ხმას და უზრუნველყოფს ინსტიტუტებისთვის თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების პლატფორმას. მისი მისიაა ევროპული უმაღლესი განათლებისა და კვლევის თანმიმდევრული სისტემის განვითარების ხელშეწყობა, უნივერსიტეტებისთვის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაცვლის შესაძლებლობებისა და უნივერსიტეტების მნიშვნელობის აღიარების უზრუნველყოფა, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებისათვის.
2022 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ინდივიდუალური სრული წევრი.
ASIIN-Accreditation Agency for Degree Programs in Engineering, Informatics/Computer Science, Natural Sciences, and Mathematics
ASIIN არის გერმანული აკრედიტაციის სააგენტო, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ინჟინერიაში, ინფორმატიკა/კომპიუტერულ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და მედიცინის პროგრამების აკრედიტაციაზე. მისი სრული სახელი გერმანულად არის "Akkreditierungsagentur für Studiengänge der Ingenieurwissenschaften, der Informatik, der Naturwissenschaften und der Mathematik e.V." იგი აღიარებულია როგორც ეროვნულ დონეზე გერმანიაში, ასევე საერთაშორისო დონეზე არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
2019 წლიდან უნივერსიტეტმა მიმართა სააგენტოს მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამის აკრედიტაციის წარმოების თაობაზე. სააკრედიტაციო პროცესი წარმატებით განხორციელდა რის შედეგადაც მედიცინის პროგრამას სააგენტომ მიანიჭა აკრედიტაცია 2023 წელს. რა თქმა უნდა სააგენტოს რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისად, პროგრამა მოდიფიცირდა.
Central and East European Management Development Association - CEEMAN
CEEMAN, ანუ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაცია, არის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს მენეჯმენტის განვითარების ხარისხის გაუმჯობესებას გლობალურად, განსაკუთრებული აქცენტით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ მიზნის განსახორციელებლად ასოციაცია ახდენს გარე შეფასებას, როგორც ინსტიტუციურ აგრეთვე პროგრამულ დონეზე.
საქართველოს უნივერსიტეტი 2016 წელს გახდა ასოციაციის ინსტიტუციური წევრი. ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლამ დაიწყო აქტიური მუშაობა სკოლის Ceeeman-ის საერთაშორისო აკრედიტაციის მიმართულებით. შედეგად, სკოლამ მოიპოვა ასოციაციის აღიარება 2021 წელს.
Accreditation Board for Engineering and Technology, Inc. - ABET
ABET, ცნობილი როგორც ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭო, არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აკრედიტაციებს ანიჭებს კოლეჯისა და უნივერსიტეტის პროგრამებს, ძირითადად, გამოყენებითი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, გამოთვლითი, ინჟინერიისა და საინჟინრო ტექნოლოგიების დისციპლინებში. იგი აღიარებულია, როგორც ავტორიტეტული მააკრედიტირებელი ორგანიზაცია შეერთებული შტატების უმაღლესი განათლების აკრედიტაციის საბჭოს (CHEA) მიერ.
საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციასთან, რაც გამოიხატება ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციისათვის მომზადებაში.
The Association to Advance Collegiate Schools of Business - AACSB
AACSB - ბიზნესის კოლეგიური სკოლების განვითარების ასოციაცია, არის გლობალური არაკომერციული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს აკრედიტაციას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ბიზნესსა და ბუღალტრულ აღრიცხვაში. AACSB მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ბიზნეს განათლების ხარისხი მთელ მსოფლიოში. AACSB-ის აკრედიტაცია აღიარებულია, როგორც წარმატებულობის ნიშანი ბიზნეს განათლებაში.
უნივერსიტეტი სააგენტოს წევრია 2018 წლიდან, ხოლო პროგრამის აღიარების მიმართულებით მუშაობა დაიწყო 2021 წლიდან და 5 ფაზიდან წარმატებით გაიარა პირველი და მეორე ფაზა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მესამე ფაზის წარმატებით გასავლელად.
ECFMG- საგანმანათლებლო კომისია უცხოელ სამედიცინო კურსდამთავრებულთათვის, არის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში და ამოწმებს საერთაშორისო სამედიცინო კურსდამთავრებულებს (IMG), რომელთაც სურთ მიიღონ მონაწილეობა აშშ-ს დიპლომირებული სამედიცინო განათლების პროგრამებში ან მონაწილეობა მიიღონ კლინიკურ პრაქტიკაში.
ECFMG სერტიფიცირება უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს მისი კურსდამთავრებული წინარე ეტაპის გავლის გარეშე დარეგისტრირდეს USMLE გამოცდებზე და მოიპოვოს ექიმის ლიცენზია აშშ-ში.
ECFMG სერტიფიცირება საქართველოს უნივერსიტეტს გააჩნია 2020 წლიდან.