ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ხარისხის უზრუნველყოფა
უწყვეტი პროფესიული განვითარება

საქართველოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მუდმივად ზრუნავს აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. აღნიშნული მიზნის უზრუნველსაყოფად, უნივერსიტეტში პერიოდულად ტარდება სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი და პროფესიული განვითარების აქტივობა, რომლის ფარგლებშიც აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებსა და პრაქტიკებს და მათი გამოყენება საკუთარ საგანმანათლებლო საქმიანობაში დანერგოს.

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებზე მუშაობა უნივერსიტეტმა დაიწყო Erasmus-ის პროექტის STAR- ის ფარგლებში. პროექტის დასრულების შემდგომ უნივერსიტეტმა წარმატებით გააგრძელა აღნიშნული მიმართულებით მუშაობა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების შესახებ ტრენინგების განხორციელება ინსტიტუციურ დონეზე.

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებში გადამზადებულია უნივერსიტეტის თითოეული სკოლის აკადემიური პერსონალი, რაც ხელს უწყობს თანამედროვე, სტუდენტის საჭიროებებსა და სწავლის პროცესში აქტიურ ჩართულობაზე ორიენტირებული მიდგომების ფართოდ დანერგვას.

Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

STAR-ის სახელმძღვანელო

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის რეგულარულად ტარდება ტრენინგები პლაგიატის შემოწმების პროგრამა „Turnitin“-ის გამოყენების შესახებ. ტრენინგების ფარგლებში პერსონალი ეცნობა პლატფორმის ძირითად ფუნქციებს, ნაშრომის შემოწმების წესსა და პლაგიატის ან სხვა უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში განსახორციელებელ შემდგომ ნაბიჯებს.

უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს „Turnitin“-ზე რეგისტრაციისა და გამოყენების სახელმძღვანელოები როგორც პერსონალისთვის, ისე სტუდენტებისთვის.

აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკა და მისი დანართები

პლაგიატის (Turnitin) პროგრამაში გაწევრიანების ინსტრუნქცია სტუდენტებითვის

პლაგიატის პროგრამის ინსტრუქცია ლექტორებისთვის

საქართველოს უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების შემუშავება და განვითარება ეფუძნება როგორც შიდა, ისე გარე შეფასების შედეგებს. ამასთან, მათი მუდმივი გაუმჯობესებისა და განახლების მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, დაინტერესებულ პირებთან რეგულარულად იმართება შეხვედრები და ტრენინგები.

Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური რეგულარულად ატარებს შეხვედრებს ასევე სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, რაც ხელს უწყობს თანამედროვე მიდგომებისა და სიახლეების გაცნობას და უნივერსიტეტის განვითარებაში მათ ეტაპობრივ დანერგვას. შეხვედრების ფარგლებში განიხილება ახალი ინიციატივები და საჭიროებები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და შესაბამისი სახელმძღვანელოს შემუშავება, ასევე სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ახალი მიდგომებისა და პრაქტიკების დანერგვა.

Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

საქართველოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მუდმივად მუშაობს მესამე მისიის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის ყველა სკოლის აკადემიური პერსონალი. მათი ჩართულობით ხორციელდება სხვადასხვა მიმართულების აქტივობები და ტრენინგები, როგორც უნივერსიტეტის პერსონალისთვის, ისე სხვა დაინტერესებული პირებისთვის. აღნიშნული საქმიანობა ხელს უწყობს უნივერსიტეტის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და მესამე მისიის ფარგლებში უნივერსიტეტის როლის განვითარებას.

Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი