ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა ორიენტირებულია საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების დანერგვასა და განათლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით სკოლა თანამშრომლობს ბიზნესგანათლების წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან — CEEMAN-თან და AACSB International-თან.
2020 წელს სკოლამ მიიღო CEEMAN-ის საერთაშორისო ხარისხის აკრედიტაცია (International Quality Accreditation, IQA). აკრედიტაცია ადასტურებს სკოლის პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებთან და ასახავს ორიენტაციას სწავლების ხარისხზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და თანამედროვე ბიზნესგანათლებაზე.
სკოლა ამჟამად გადის AACSB International-ის (Association to Advance Collegiate Schools of Business) საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს. პროცესის ფარგლებში ხორციელდება შესაბამისობის უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებებით:
CEEMAN-ის საერთაშორისო აკრედიტაცია და AACSB-ის მიმდინარე პროცესი სკოლის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება სტუდენტებისთვის კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.
საჯარო მმართველობის მიმართულებით სკოლა თანამშრომლობს NISPAcee (Network of Institutes and Schools of Public Administration in Central and Eastern Europe)-თან. NISPAcee-ის საერთაშორისო ქსელში ჩართულობა ხელს უწყობს საჯარო მმართველობის განათლებისა და კვლევის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.