საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ ფარიბორზ შარიფიან ჯაზის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი და სპეციალური პრიზი გადაეცა.
პროფესორმა ფარიბორზ შარიფიან ჯაზიმ კიდევ ერთხელ მოუტანა პრესტიჟული აღიარება საქართველოს უნივერსიტეტს. ამჯერად იგი დაჯილდოვდა გლობალური ოქროს მედლით ძვლოვანი სკაფოლდის მიმართულებით მიღწეული წარმატებისთვის, რომელიც მას ლონდონში, კინგსტონის უნივერსიტეტში გადაეცა.
პროფესორი ფარიბორზ შარიფიან ჯაზი, რომელის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ციტირებად მეცნიერთა ორ პროცენტში შედის, ექვსწევრიან საერთაშორისო კვლევით ჟგუფში საქართველოს უნივერსიტეტს წარმოადგენდა. სწორედ ქართველი, ირანელი, აზერბაიჯანელი და თურქი მეცნიერებებით დაკომპლექტებულმა ამ გუნდმა მოიპოვა გლობალური ოქროს მედალი და სპეციალური ჯილდო გამოგონებებისა და ინოვაციების საერთაშორისო და სპეციალიზებულ გამოფენაზე (ITE 2025 London) სტომატოლოგიის (იმპლანტები, ნანოკომპოზიტები და ბიომასალები) და ფარმაციის სფეროებში.
დაჯილდოებული პროექტის სათაურია:
ქიტოზანზე დაფუძნებული ნანოკომპოზიტური სკაფოლდის წარმოება და განვითარება, გამაგრებული მაგნიუმით დოპირებული ჰიდროქსიაპატიტით და სპეციფიკური ბიოაქტიური აგენტებით (იკარიინი, ლითიუმის ქლორიდი და ნარინგენინი) ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციისთვის 3D ბეჭდვისა და ელექტროსპინინგის ტექნოლოგიების გამოყენებით.
აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა 2025 წლის 22–25 ოქტომბერს, კინგსტონის უნივერსიტეტში, ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში.