ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


5 August 2022
საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორის ლევან ნანობაშვილის სტატია ილინოისის ჩიკაგოს უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა

 

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორის ლევან ნანობაშვილის სამეცნიერო სტატია საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მეტავერსში(Levan Nanobashvili, If the Metaverse is Built, Will Copyright Challenges Come?, 21 UIC Rev. Intell. Prop. L. 215 (2022)) ილინოისის ჩიკაგოს უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა. ნაშრომის შესახებ დასმულ ჩვენს შეკითხვებს თავად ავტორი უპასუხებს.

 

  1. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევის შედეგს ადამიანების ყოფაზე?

ინტერნეტი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა. მეტავერსი კი განიხილება როგორც ინტერნეტის მომავალი. ამიტომ, სტატიაში განხილული საკითხები შეიძლება შეეხოს ბევრ ადამიანს.

 

  1. კონკრეტულად როგორ უკავშირდება კვლევის საგანი ამ საკითხებს?

კვლევის მიზანი იყო საავტორო სამართლებრივი პრობლემების განხილვა, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მეტავესრის შექმნის შედეგად. კვლევის პროცესში გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემა: მეტავერსში შესაძლებელი იქნება ადამიანების შესახებ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვება. დღეს არსებული არც ერთი ტექნოლოგია არ იძლევა პერსონალური მონაცემების შეგროვების ისეთ შეუზღუდავ შესაძლებლობას, როგორც ეს შესაძლებელი გახდება მეტავერსში.  

 

  1. როგორ შეუძლიათ  სტუდენტებს ჩაერთონ კვლევის ამ სფეროში და რატომ ურჩევდით მათ ამის გაკეთებას?

მეტავერსის შექმნის იდეა არსებობს დიდი ხანია. მეტავერსი აღწერილია სამეცნიერო ფანტასტიკის ბევრ ნაწარმოებში (წიგნებში და კინოფილმებში). თუმცა, დღემდე არ არსებობდა ტექნოლოგიები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა მეტავერსის შექმნას. დღეს ეს ტექნოლოგიები უკვე არსებობს. დიდი ალბათობით, ახლო მომავალში მეტავერსი გახდება რეალობა და წარმოშობს ახალ სამართლებრივ პრობლემებს.

 

  1. რა იყო მთავარი გამოწვევები და უნარები, რაც ამ კვლევის ჩატარებას უკავშირდება?

მთავარი გამოწვევა იყო მეტავერსის შესახებ სამეცნიერო წყაროების სიმცირე. გარდა ამისა, მეტავერსთან დაკავშირებული ბევრი საკითხი გაურკვეველია. მაგალითად, მეტავერსის განმარტების თაობაზეც კი არ არსებობს ერთიანი პოზიცია.  

 

  1. რატომ დაინტერესდით ამ საკითხის კვლევით?

მაინტერესებს ინტერნეტთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები. მეტავერსი კი განიხილება როგორც ინტერნეტის მომავალი.

 

  1. რა გამოხმაურება მოჰყვა უკვე ამ კონკრეტულ ნაშრომს?

დამიკავშირდა რამდენიმე სტუდენტი, რომლებიც დაინტერესდნენ მეტავერსის საკითხის შესწავლით. მომავალში ვაპირებ მეტავერსის შესახებ საჯარო ლექციის ჩატარებას და ამ საკითხის კვლევის გაგრძელებას.

 

  1. რა დამატებითი დაფინანსება და მხარდაჭერა ჰქონდა ამ კვლევას?

კვლევა ჩატარდა ფულბრაიტის სტიპენდიით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით. კვლევა ჩავატარე სირაკუზის უნივერსიტეტში (აშშ).

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი