''მევალე''
ანდრია კვარაცხელია

სახელი:ანდრია კვარაცხელია, 13 წლის

                                                                                           📞:555 10 12 13

 

მ ე ვ ა ლ ე

 

სცენა 1

 კადრი გაჩერებულია არეულ და ჩაბნელებულ ოთახზე, სადაც ჩანს სისხლიანი ნიჟარა, შემდეგ იატაკზე დაგდებულ კაცის ხელზე, რომელიც სისხლის გუბეშია. მკვლელი დგას და ხვნეშის, შემდეგ კი მის მაჯაზე გაკეთებულ დამტვრეულ საათზე გადადის კადრი, რომელიც უკუღმა ბრუნავს და 12-თან მისული წამის ისრის წიკწიკთან ერთად კადრი ბნელდება.

სცენა 2

ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში მაღალი სიჩქარით დაქრის მანქანა, რომელშიც ორი კაცი ზის და საუბრობს.

დათო:მალე მივალთ? უკვე ტვინი მოიტყნა ამდენი დავალებით. ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ! გეგონება, მონები ვართ!

ზაზა: (ცინიკურად) ნუ, მონები არა, მარა მოვალეები კი ვართ.

დათო:შენი ჭირიმე რა, ძლივს ბოლოა, თორე შემომაკვდებოდა,  ისე მბრძანებლობს.

სცენა 3

მანქანა ზღვასთან მყოფ ქოხთან ჩერდება. დათო და ზაზა გადმოდიან და   ქოხში შედიან.   ზაზა  წყალს ადუღებს, კარადიდან ჩაის ფერს და შაქარს  იღებს. ამ დროს დათო უსიამოვნო  სახით   ღეჭავს ცივ კარტოფილს. ზაზა, რომელიც ისე სუნთქავს, თითქოს ცხვირი   აქვსო გაჭედილი, ჯდება მაგიდასთან და დათოს თხოვნით მიმართავს:

აუ... გეხვეწები, მარტო მიუტანე რა ეს პარტია, გავცივდი თუ რა მეტაკა არ ვიცი, ძლივს ვსუნთქავ, თან არ  მაქვს მაგის ბჟუტურის მოსმენის ნერვები.

დათო ლუკმას ყლაპავს და უჩვეულო სახით პასუხობს:

მჰჰ, კარგი... მეც არ მაქ მაგის ატანა, მარა წავიღებ მარტო.

ზაზა:აუუუ, ჯიგარი ხარ! გთხოვ, რო მიუტან, გაახსენე, რო ბოლო იყო და  მისი არაფერი აღარ გვმართებს.

დათოს ხმა არ ამოუღია, ჭამა გააგრძელა. თან ისეთი სახით ჩაიცინა, თითქოს ეუბნებოდა, შეხსენება არ მჭირდებაო.

სცენა 4

ზაზა და დათო მანქანასთან დგანან, დათო ეხლა მორჩა ჩატვირთვას და მიაჯახუნა საბარგულის კარები.

ზაზა:კაი, აბა შენ იცი და, ძმურად, რომ დაბრუნდები, სიგარეტი წამომიღე რა.

დათო:კარგი, წავედი, თორე ხო იცი... რო დავაგვიანო, კიდე რამეს აგვკიდებს.

მათ საუბარს ტალღების ხმა და თოლიების ყივილი ერთვოდა..

სცენა 5

დილაა, ჯერ მზე არ ჩანს, ქოხს ნაცრისფერი მანქანა  უახლოვდება, რომლიდანაც დათო  გადმოდის და წამიერად ხელი  უშეშდება კარებთან,  თითქოს რაღაც სერიოზული მოხდა, შედის კარებში და უყურებს მძინარე ზაზას.  მიდის ნიჟარასთან და დასვრილ ხელებს იბანს, წყლის ხმაზე ზაზა იღვიძებს უსიამოვნო სახით.

ზაზა: ( ახალგაღვიძებული ხმით და სახით) მოხვედი? ასე რატომ დაიგვიანე?!

დათო წყალს სვამს და პასუხს არ სცემს.

ზაზა: (ხვნეშით და ცინიკურად) რაო იმან, თავისუფლები ხართო?

დათო: (სრული სერიოზულობით) დაახლოებით. (და წყალი ისევ მოსვა)

ზაზა:რაო? ეე, მაგას შიგ ხო არ აქ!

დათო:აუ, არაფერი რა, ვიხუმრე ვსო, თავისუფლები ხართო, აბა, რა ჩემი ფეხები ხართო.

ზაზა უცნაურად უყურებს დათოს და კომენტარს აკეთებს:

დათო რაღაც არ მომწონხარ, რა მოხდა?

მაგიდაზე ჩამომჯდარი დათო პასუხობს: არაფერი..  რა დაკითხვას მიწყობ,  ეე..  აიღე შენი სიგარეტი და დამანებე თავი. ( დათო ქურთუკის ჯიბიდან იღებს სიგარეტს და ზაზას ესვრის)

ზაზა:სპასიბა.

ზაზა გადის მანქანასთან,  ხსნის საბარგულს,  რომლის დალაგებასაც აპირებს, ამავდროულად სიგარეტი უდევს პირში, დიდი შავი პარკია საბარგულში. ზაზა თავისკენ ეწევა  პარკს და რას ხედავს, სახე წამში ეცვლება, სიგარეტი უვარდება, კადრი კი სიგარეტზე გადადის, რომელიც მტვერსა და ქვებში აგრძელებს  წვას.

სცენა 6

ზაზა გაბრაზებული  სახით შედის ქოხში და უყვირის დათოს: ბიჭო! რა ქენი ჰა, რატო მოკალი ის დედამოტყნული!(ზაზას დათოს ქურთუკი უჭირავს და ცოფებს ყრის პირიდან) ისედაცმორჩენილი ვიყავით, ციხეში გინდა წასვლა?

დათო: (ისეთი ხმით, თითქოს უკანასკნელად ლაპარაკობდა) იქნებ... ჯერ იკითხო რა მოხდა?!

ზაზას სიძულვილით სავსე სახე  ოდნავ ეცვლება  და ხელს უშვებს დათოს, რამდენიმე მეტრით შორდება მას და ეკითხება ხმამაღლა:ჰა, მიდი, მოყევი, რა მოხდა.

დათო: (დაბნეული და ტანჯული სახით ეუბნება) მითხრა, ჯერ კიდევ გაქვთ ჩემი ვალიო, გავბრაზდი, მაგრამ რა მექნა.  სათქმელი ვუთხარი და მოვდიოდი, რაღაც გამომიქანა, თავი ვეღარ შევიკავე, ვჩხუბობდით, შემდეგ რაღაცას მივარტყმევინე თავი, არც კი მახსოვს... შემთხვევით მოკვდა.

ზაზა: (ჩაიცინა) შემთხვევით, კარგი... მაშინ რაღაზე ვნერვიულობთ, (ცინიკურად) არაფერი არ ყოფილა შენი ბრალი,(დათოს სახესთან მიუახლოვდა) ჰოდა, წავიდეთ, და განვაცხადოთ პოლიციაში. (ზაზამ ქურთული მოიცვა)

დათო: შენ ხომ არ გაგიჟდი?! (ზაზა სწრაფად წამოდგა) რა პოლიციაში განვაცხადოთ, შენ შიგ ხომ არ გაქ?!

ზაზა: ხომ თქვი?! ( დაიყვირა) რომ არ არის შენი ბრალი?!

დათო მიდის ზაზასკენ და კბილებში ცრის:შეეშვი მაგ ცინიზმს, ეხლა ჩაჯდები იმ მანქანაში და გვამის მოშორებაში დამეხმარები.

ზაზა დათოს მუშტს ურტყამს, დათო  იატაკზე ვარდება, თუმცა მალევე დგება და მთელი ძალით ეცემა ზაზას. ამ მომენტში კადრი ეფარება კედელს და ბნელდება.

სცენა 7

დათო დგას ოთახში, ხის იატაკზე  თავგაპობილი ზაზა აგდია, კადრი გატეხილ საათზე გადადის,  შემდეგ სისხლიან ნიჟარაზე, ხვნეშით უყურებს მკვდარ მეგობარს, იხრება, ზაზას სისხლიან თავზე კიდებს ხელს და ცრემლები უგორდება. რამდენიმე წამით ემოციები ძლევს, შემდეგ თავს იკავებს და ზაზა ხელებში აჰყავს.

სცენა 8

დათო გაჰყურებს ჰორიზონტს, სადაც ზღვაში თოლიების გუნდი ყივის, ისინი ერთ ადგილას დასტრიალებენ კაცის სხეულს, კადრი დათოს სახეზე გადადის, რომელიც ზაზასთვის ნაყიდ სიგარეტს ეწევა.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი