ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ჰოლდინგურ კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ბუღალტრული გატარების ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
· შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშფაქტურების პროგრამული ასახვა შესაბამისი ზედნადებების მიხედვით და დადასტურება rs.ge-ზე;
· ნაშთების კონტროლი პროგრამულად;
· საქონლის შიდა გადაადგილების პროგრამული გატარება;
· ნედლეულის და მასალების ყოველთვიური აღწერა, ინვენტარიზაცია და მოძრაობის კონტროლი;
· წარმოების ანალიზი და გადახრების გამოვლენა.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით;
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
· ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება სასურველია.
პირვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
· პასუხისმგებლობა;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· ორგანიზებულობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ტიპი - არასრული, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 9 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - ბუღალტერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).