საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულების სამუშაო პროცესების ადმინისტრაციული კუთხით მხარდაჭერა;
- არასამედიცინო მარაგების ხარჯვის კონტროლი და დადგენილ ვადებში შეკვეთა
- კლინიკაში ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცესის ორგანიზება;
- ფილიალში განხორციელებული ცვლილებების სათავო ოფისისთვის ელექტრონული სახით მიწოდება, შესაბამის პროგრამაში ატვირთვა და მატერიალური სახით დაარქივება;
- ახალი თანამშრომლის გამართულად მუშაობისთვის საჭირო პირობების შექმნა;
- ახალი თანამშრომლების დანიშვნის, განთავისუფლების დოკუმენტაციის გაფორმება, სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა;
- თანამშრომლის ცნობის, შვებულების/საავადმყოფო ფურცლების აღრიცხვა;
- თანამშრომელთა დატრენინგების, შეხვედრების დაგეგმვის შემთხვევაში პროცესის ორგანიზება/მართვა;
- მთავარი მენეჯერის დასტურის საფუძველზე ექიმებთან პაციენტების ჩაწერა, პაციენტების ისტორიების გააქტიურება;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა/დახარისხება; კორესპონდენციაზე პასუხის მომზადების კოორდინირება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ოფის მენეჯერის, ან HR ასისტენტის/ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია შრომის კოდექსის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 22 თებრვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ადმინისტრაციული სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.