ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ჰოსტელში ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· სტუმრის მიღება, განთავსება, გასტუმრება;
· სასტუმროს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში სტუმრის რეგისტრაცია;
· სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის მიწოდება;
· სტუმრებთან კომუნიკაცია;
· სტუმრების ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
· მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
· ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა;
სამუშო ტიპი - მორგებული გრაფიკი, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - ადმინისტრატორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 115. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).