ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში AML-ის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· არსებული კანონმდებლობის შესაბამისად კლიენტის იდენტიფიკაციის პროცესის და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი;
· საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან მონიტორინგს დაქვემდებარებული ტრანზაქციების/გარიგებების შესახებ ანგარიშგების შედგენა და გაგზავნა;
· საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის ანგარიშის შედგენა და გაგზავნა;
· გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შესრულებაზე კონტროლი;
· შიდა კონტროლის მექანიზმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ზრუნვა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის;
· გეგმიური რეპორტების მომზადება კომპანიის შიდა და მის გარე მოხმარებისთვის;
· კლიენტების მიერ განხორციელებული საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირება, ანალიზი და მონიტორინგი;
· კანონმდებლობასთან შესაბამისი პოლიტიკა/პროცედურების გაწერა;
· კლიენტების ბაზის დიფერენციაცია სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (რისკების შეფასება, ტრანზაქციების რაოდენობა და ბრუნვა, კლიენტების გეოგრაფიული მდებარეობა);
· სხვა ნებისმიერი ფუნქციის შესრულება, რომელიც უკავშირდება ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებებს.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება იურიდიული ან ფინანსური მიმართულებით;
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში;
· ინგლისური და რუსული ენის კარგ დონეზე ფლობა;
· Microsoft Office (Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
· ანალიტიკური აზროვნება;
· შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა;
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - AML-ის სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).