ანალიტიკოსი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს რეგულაციების დეპარტამენტში - ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. #10
სამუშაო გრაფიკი: 09:00 დან-18:00 მდე
ძირითადი მოვალეობები:
-
კომპანიის საქმიანობის მიმდინარე რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
-
მიმდინარე პროცესების ფინანსური და ტექნიკური ანალიზი რეგულაციებთან მიმართებაში;
-
კომპანიის საოპერაციო და კაპიტალური დანახარჯების ანალიზსა და განხილვაში ჩართულობა;
-
მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
-
რეგულაციებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი;
-
ტარიფის გაანგარიშების პროცესში ჩართულობა;
-
სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
-
მარეგულირებლის მიერ მოთხოვნილი სტანდარტების და პროცედურების კომპანიაში დანერგვისა და მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
-
შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
-
ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
-
სასურველია ბუღალტრულ ტრანზაქციებთან მუშაობის გამოცდილება;
-
სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
-
MS office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა:
-
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები: