ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში ანალიტიკის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კომერციული საქმიანობის პერიოდული რეპორტინგი;
· სხვადასხვა განყოფილების/რეგიონის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება/გაუმჯობესება/შენარჩუნება;
· ეფექტური მექანიზმების შემუშავება ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის ოპტიმალური მუშაობისათვის;
· სწრაფი კომერციული კალკულაციების განხორციელება;
· მონაცემთა ბაზების დამუშავება, გასუფთავება და დასკვნების გაკეთება;
· ნაწილობრივ-სტრუქტურული მონაცემების სტრუქტურული ფორმის მიცემა.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ფინანსური/ეკონომიკური/მათემატიკური განხრით;
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
· აკურატული რეპორტების გაკეთების უნარი;
· პრეზენტაციის უნარი;
· SQL-ის ძირითადი ფუნქციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
· სხვა ანალიტიკური პროგრამების/ალგორითმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
· ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
· შრომისმოყვარეობა;
· კომუნიკაბელურობა;
· პუნქტუალურობა;
· მოწესრიგებულობა;
· ორგანიზებულობა;
· მათემათიკური უნარ ჩვევები;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· ეფექტური დროის მენეჯმენტი;
· ენერგიულობა და დისციპლინირებულობა.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - ანალიტიკის განყოფილების სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).