საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ანაზღაურებად სტაჟირებაზე ფეიროლის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- HR დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- სახელფასო უწყისის მომზადებაში ჩართულობა;
- შრომის კოდექსის მიხედვით ხელფასების კალკულაციაში მონაწილეობის მიღება;
- ინტერნეტ ბანკში საგადახდო დავალებების შექმნა;
- ფეიროლთან დაკავშირებული რეპორტების მომზადებაში ჩართულობა;
- სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით კლიენტებთან(მათ შორის უცხოელ კლიენტებთან) კომუნიკაცია და მათი კონსულტირება;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც);
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა (სასურველია ექსელის საშუალო დონეზე ცოდნა);
- შრომის კოდექსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
- I გასაუბრება
- II ტესტირება
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურებადი სტაჟირება - ფეიროლის უმცროსი სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.