ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ბანკში ავტო ლიზინგის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· პოტენციურ კლიენტებთან მუშაობა;
· კლიენტის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
· სალიზინგო განაცხადის ანალიზის და განხილვის პროცესში შეგროვებული დოკუმენტაციის შესაბამისი წესით შენახვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
· ლიზინგის გაცემის პროცედურაში ჩართულობა;
· პორტფელის ხარისხის მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
· 1 წლიანი გამოცდილება საბანკო/სალიზინგო სფეროში;
· განათლებასასურველია ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
· Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
· ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· პასუხისმგებლობის გრძნობა;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 7 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ავტო ლიზინგის ანალიტიკოსი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).