ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიაში პროგრამა ბალანსის პრისეილერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კლიენტების საჭიროებების შესწავლა;
· კლიენტების საჭიროებების გადაწყვეტის გზების პოვნა პროგრამაში;
· პროგრამული პროდუქტის პრეზენტაცია;
· პროგრამული პროდუქტის განვითარების საჭიროებების გამოვლენა;
· კომერციული წინადადების მომზადება;
· კლიენტისთვის ხელშეკრულების მომზადება და გაფორმა.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ფინანსების მიმართულებით;
· სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსების ან პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის მიმართულები;
· ინგლისური ენის ცოდნა;
· რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· მოლაპარაკების წარმოებს უნარი;
· პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
· ორგანიზებულობა;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 16 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - პროგრამა ბალანსის პრისეილერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).